მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » გლინტვეინი
19:36
გლინტვეინი


გლინტვეინი

 

ზამთრის ყველაზე ავდრიან დღესაც კი დღესასწაულად აქცევს არომატული  აალებული ღვინო, ანუ გლინტვეინი. ეს ცხელი სასმელი შეუცვლელია შემოდგომის და ზამთრის გრძელ ცივ ღამეებში. იყო დრო, როცა მას ჰიპოკრატეს სასმელს ეძახდნენ. არ ჩათვალოთ თითქოსდა უპირველესი მოხუცი ექიმი სწორედ მასზე იფიცებდა, რომ ზიანს არ მიაყენებდა პაციენტს, არა, უბრალოდ იმ დროს ღვინო გაცილებით სუფთა სასმელი იყო, ვიდრე წყალი და გლინტვეინი შეუცვლელი გახლდათ სამედიცინო მიზნებისთვის. ამ სასმელის გარეშე წარმოუდგენელია გერმანული საშობაო სუფრა, გლინტევეინი იქ ამ დღეს ისეთივე მნიშვნელოვანია, ჩვენში როგორც გოზინაყი ან საცივი. გლინტვეინს ვიქტორიანულ ინგლისშიც დიდი პატივს მიაგებდნენ. იმ დროს მისი ნაირსახეობა ნეგუსი საბავშვო დღესასწაულებზეც კი გამოჰქონდათ. სამწუხაროდ, ისტორიამ არ შემოინახა იმ ადამიანის სახელი ვისაც პირველს მოუვიდა თავში აზრად ცხელ ღვინოში ხილისა და სანელებლების ჩამატება. როგორც ამბობენ, კარგმა გლინტვეინმა მარტო სხეული კი არა, გულიც უნდა გაგითბოს, ასეთი კარგი გლინტვეინის მოსამზადებლად საჭიროა წითელი მშრალი ან ნახევრად მშრალი ღვინო, არჩვეულებრივია ხვანჭკარა, ქინძმარაული, კაგორი, კაბერნე. რაც შეეხება სანელებლებს, თავმოყვარე გლინტვეინი წარმოუდგენელია მიხაკისა და დარიჩინის გარეშე, დანარჩენი თქვენს სურვილსა და გემოვნებაზეა. შეგიძლიათ დაამატოთ თაფლი, კოჭა, ლიმონის ან ფორთოხლის კანი. გლინტვეინის მომზადებისას მთავარია ღვინო არავითარ შემთხვევაში არ აადუღოთ, თორემ ამ სასმელს საერთო აღარაფერი ექნება გლინტვეინთან. სუფრაზე აუცილებად მაღალი და გამჭვირვალე  ჭიქებით გამოაქვთ, რათა სასმელი ძნელად გაცივდეს და მისი ფერითაც შესძლონ დატკბობა. გლინტვეინის დიდძალი რაოდენობით დალევა შეიძლება სავალალოდ დასრულდეს, ამიტომ ერთ საღამოს ორ ჭიქაზე მეტის დალევა არ ღირს. ამ ნაზი გემოს სამელს აყოლებენ ვაშლის, ან ქლიავის არც თუ ტკბილ ღვეზელს, ხილსა და ყველს.

 

წყარო: avtoradio.ge

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1526 | დაამატა: natia | ტეგები: გლინტვეინი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: