ღვიძლის ძეხვი თუშურად
მასალა:
ბატკნის
ან ცხვრის ღვიძლი 1კგ.
ხახვი 4-5 თავი
ერბო 100 გრამი
ღვიძლის
ფარი საჭირო რაოდენობის
ოხრახუში,
მარილი, პილპილი - გემოვნებით.
მომზადება:
ბატკნის
ან ცხვრის ღვიძლი დავჭრათ წვრილად, მოვაყაროთ დაკეპილი ხახვი, ოხრახუში, პილპილი, მარილი და კარგად ავურიოთ. ავიღოთ ღვიძლის ფარი და დავჭრათ ოთხკუთხედ ნაჭრებად. თითოეულ ნაჭერში ტოლმისებურად შევახვიოთ ღვიძლის გულსართი. შეხვეული ძეხვები დავაწყოთ ცხელ ტაფაზე და შევწვათ ერბოში, ისე რომ ორივე მხრიდან კარგად დაიბრაწოს. სუფრაზე მიტანისას მოვაყაროთ რგოლებად, თხლად დაჭრილი ხახვი, კამა, ოხრახუში. ასეთივე წესით შეიძლება მომზადდეს ღორის ღვიძლის ძეხვი.
|