ღოღნოშოს მურაბა
მასალა:
ღოღნოშო 1კგ.
შაქარი 1კგ.
წყალი 1,5 ჩ/ჭ.
მომზადება:
გადარჩეული, გარეცხილი ღოღნოშო ალაგ–ალაგ ჩავჩხვლიტოთ წვრილი ჩხირით. მოვხარშოთ სიროფი წყლისა და შაქარისაგან, გადმოვდგათ ცეცხლიდან და შევაგრილოთ. ჩავყაროთ შიგ გამზადებული ღოღნოშო და ასე გავაჩეროთ ერთი დღე–ღამე. მეორე დრეს დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ. ერთი საათის დუღილის შემდეგ ისევ გადმოვდგათ ცეცხლიდან, გავაჩეროთ რამოდენიმე საათი. ისევ დავდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება. ამგვარად მოხარშული ღოღნოშოს მარცვლები მთელ–მთელი დარჩება.
|