
გერკულესის და ქოქოსის ორცხობილა
მასალა:
მარგარინი ან კარაქი (კარაქი უკეთესია) 200გრ.
გერკულესის ფაფა 200გრ.
შაქრის ფხვნილი 200გრ.
პურის ფქვილი 300–400გრ.
მილიონი იქნება ძალიან სავსე)
ქოქოსის ბურბუშელა 200გრ.
ერთი ცალი ლიმონის წვენი
ვანილი 1 ჩ/კ.
სოდა 1/5 ჩ/კ.
მომზადება:
გამდნარ ქარაქს დავამატოთ, შაქარი, გერკულესი, ქოქოსის ბურბუშელა,
მოვზილოთ, შემდეგ დავამატოთ სოდა, ლიმონის წვენი, ვანილი, 300 გრამი ფქვილი,
მოვზილოთ ცომი და თუ საჭირო იქნება კვლავ დავამატოთ ფქვილი. გამოსაცხობ ფორმას
წავუსვათ კარაქი და მოვათავსოთ მსზე მომზადებული მასა, გავაბრტყელოთ ფორმის მტლიან
ნაწილზე. გამოვაცხოთ 180С გაცხელებულ აირღუმელში, დაახლოებით 20 წუთი, შემდეგ
მოვუმატოთ 210С–მდე და ვაცხოთ კიდევ 5 წუთი. გამოცხობის შემდეგ დავჭრათ სასურველ
ფორმებად, გავაცივოთ და მივირთვათ.
|