გარგრისა და შავი ქლიავის ჩირი შოკოლადში
მასალა:
13-15ც. ჩირი (შავი ქლიავი, გარგარი)
13–15ც. კანგაცლილი ნუში, თხილი ან ნიგოზი
100-150გრ. შოკოლადი
20გრ. კარაქი
2 ჩ/კ. რძე ან წყალი.
მომზადება:
ჩირი უნდა იყოს ქარხნული, გულში ვუდებთ კანგაცლილ ნუშს, თხილს, ან
ნიგოზს, რომელიც გვიყვარს, ორთქლზე ვადნობთ შოკოლადს+ კარაქი +2ჩ.კ წყალი ან რძე,
ვავლებთ ჩხირზე წამოცმულ ჩირს და ვდებთ გასაშრობად ოდნავ გაცხიმულ ფოლგაზე. სხვა
ჩხირის დახმარებით გამოვაძროთ პირველი ჩხირი, სანამ შოკოლადი გამშრალა, თორემ
ცუდად დაემჩნევა ნახვრეტი გლაზურში ბევრი კარაქის ან რძის ნაცვლად ნაღების დამატება
გამოიწვევს მის დარბილებას, ანუ კი არ გამაგრდება გაშრობისას, არამედ დარჩება
წებვადი, ხელებზე მიგეკრობათ.
|