გარგარის მურაბა
მასალა:
გარგარი 1კგ.
შაქრის
ფხვნილი 1კგ.
წყალი 1 ჩ/ჭ.
მომზადება:
გადარჩეული,
საშუალო სიმწიფის გარგარი გავრეცხოთ, გამოვაცალოთ კურკა და ჩავყაროთ ცხელ სიროფში. მაშინვე გამოვრთოთ ცეცხლი და გავაჩეროთ, სანამ გაცივდება. დავდგათ ისევ ცეცხლზე და ვადუღოთ 30 წუთი, გავაჩეროთ ასე სიროფში მთელი ღამე და დილით ერთხელ კიდევ წამოვადუღოთ. ცხელი ჩავასხათ ქილებში, მოვუკრათ თავი.
|