გარგარი
გარგარი
ან ჭერამი
(Armeniaca), ხეხილოვანი
ხეებისა და ბუჩქების გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ხის სიმაღლე 15 მ აღწევს. ფოთოლი ელიფსური ან განიერკვერცხისებრია;
ყვავილი თეთრი ან ვარდისფერი და ფოთოლზე ადრე იშლება. ნაყოფი კურკიანია, ხორცოვანი ან მშრალი; აქვს ხავერდოვანი, იშვიათად - გლუვი კანი. გარგარი სინათლისა და სითბოს მოყვარული, გვალამტანი მცენარეა. კარგად ხარობს ალუვიურ-კარბონატულ მსუბუქ ნიადაგზე. მოსავალს იძლევა მყნობიდან მესამე-მეოთხე წელს. ხელსაყრელ კლიმატურ პირობებში მოსავლიანობა ყოველწლიურად
8-12 ტ 1 ჰა-ზე. გარგარი კულტივირებულია ჩრდილოეთ ინდოეთში, ირანში, ჩინეთში, ჩრდილოეთ და სამხრეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ ამერიკასა , ავსტრალიაში, შუა აზიაში, ამიერკავკასიაში.
გარგარის ნაყოფი შეიცავს შაქრებს
(4-20%), ვაშლის,
ლიმონისა და სხვა მჟავებს; პექტინოვან ნივთიერებებს
(0,38 - 1,27%); კაროტინს
(10 მგ%-მდე), თესლი - 29-58% ცხიმს. იყენებენ ნედლად, ჩირად და დაკონსერვებულს
(კომპოტი,
წვენი და სხვა). საქართველოში გარგარს კურკოვან კულტურათა ნარგაობის 2% უკავია. გავრცელებულია უმთავრესად კახეთსა და ქართლში. დასავლეთ საქართველოში ჭარბი ტენის გამო ნაცვლად ნაკლებად ხარობს. დარაიონებული ჯიშებია: შალახი, ქართული აღჯანაბადი, ალიპრიალა (ხალხური სელექციით შექმნილი ადგილობრივი ჯიში). გარგრის დაავადებებია: კლასტეროსპრიოზი,
ბაქტერიული
კიბო, ნაცრისფერი სიდამპლე; მავნებელია - ცხვირგრძელები და პეწიანები.
წყარო:
ka.wikipedia.org
|