გამომცხვარი ხახვი ნიგვზით
მასალა:
საშუალო ზომის ხახვი 500გრ.
ნიგოზი 1 ჭიქა
ბროწეული 1ც.
ნიორი 2-3 კბილი
პიტნა, კამა, ქინძი, ვაშლის ძმარი, ზაფრანა, უცხო სუნელი, დაფქვილი
წიწაკა, მარილი გემოვნებით.
მომზადება:
გაურჩეველი ხახვი გამოვაცხოთ გაზქურაში დარბილებამდე, გავაცვოთ,
გავასუფთავოთ და დავჭრათ მრგვალად. ნიგოზი და ნიორი გავატაროთ, დავუმატოთ წვრილად
დაჭრილი მწვანილები, მოვაყაროთ უცხო სუნელი, წიწაკა, მარილი, ბროწეულის მარცვლები,
მოვასხათ ძმარი და კარგად ავურიოთ. სუფრაზე მიტანის წინ, ხახვს მოვასხათ
მომზადებული სოუსი და მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი.
|