გამომცხვარი კარტოფილის პიურე
მასალა:
კარტოფილი
1,5კგ.
ნაღების
კარქი ან მარგარინი 100გრ.
ყველი
300გრ.
კვერცხი
1ც.
პომიდორი
1–2ც.
კამა,
მწვანე ხახვი, დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხახვი
დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში. პომიდორი დავჭრათ მრგვალად. კარტოფილი გავთალოთ, მოვხარშოთ და გავაკეთოთ პიურე, დავამატოთ კარაქი, 150გრ. ყველი, კვერცხი, მარილი, წიწაკა და ავთქვიფოთ მიქსერით. შემდეგ მომზადებული პიურის ნახევარი მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაზე, პიურის ზედაპირზე მოვათავსოთ შემწვარი ხახვი და თანაბრად გადავანანწილოთ,
შემდეგ ხახვზე მოვათავსოთ დარჩენილი პიურე, კარგად მოვუსწოროთ ზედაპირი, მოვაწყოთ პომიდვრის ნაჭრები და მოვაყაროთ გახეხილი ყველი. შევდგათ გაცხელებულ აირღუმელში 180* ტემპერატურაზე და ვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში. მომზადების შემდეგ მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.
|