
გამომცხვარი კარტოფილი „სერპანტინი"
მასალა:
კარტოფილი
5–6ც.
პომიდორი
2ც.
ხახვი
1–2ც.
ოხრახუში,
შავი პილპილი და მარილი
გემოვნებით.
ზეთი
შესაწვავად.
სოუსი:
რეჰანი
პატარა კონა
ოხრახუში
პატარა კონა
ნიორი
3 კბილი
ზეთი
2–3ს/კ.
შავი
პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
კარტოფილი
გავთალოთ და დავჭრათ წვრილ რგოლებად. პომიდორი გავრეცხოთ, გავაშროთ და დავჭრათ მრგვალად. ხახვი გავასუფთავოდ და დავჭრათ წვრილ რგოლებად.
სოუსის
მომზადება;
რეჰანი
და ოხრახუში დავჭრათ წვრილად, დავამტოთ დანაყილი ნიორი, მარილი, პილპილი, ზეთი და კარგად ავურიოთ. გამოსაცხობ ფორმაზე მოვასხათ ზეთი და დავაწყოთ მრგვალად დაჭრილი კარტოფილი, თითოეულ კარტოფილის რგოლს წავუსვათ სოუსი, ზემოდან მოვათავსოთ პომიდორი, ხოლო პომიდორზე ხახვის რგოლები და მოვაყაროთ მარილი, პილპილი და მოვასხათ ცოტა ზეთი. შევდგათ გაცხელებულ აირღუმელში და „ვაცხოთ"
20–25 წუთის
განმავლობაში.
|