ელზასური სოუსი
მასალა:
1 ჩ/ჭ. სქელი ნაღები
250გრ. კარაქი
0,5 თეთრი მშრალი ღვინო
2 ს/კ. მდოგვი
მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადება:
ღვინო ავურიოთ ნაღებთან ერთად და ნელ ცეცხლზე ავადუღოთ. კარაქი პატარა
ნაჭრებად დავჭრათ და დავამატოთ სოუსს, თან გამუდმებით ვურიოთ. შემდეგ მოვაყაროთ
მარილი და პილპილი. სოუსი განკუთვნილია ხორციანი კერძებისთვის.
|