მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » ელიაობა
12:56
ელიაობა


ელიაობა

 

ელიაობა, ამინდის ღვთაებისელიას სახელობის დღესასწაული. ქრისტიანული კალენდრით წმ. ელიას (ილიას) დღესასწაული იმართებოდა 20 ივლისს (ძველი სტილით). გარდა საეკლესიო, ოფიციალური დღესასწაულისა, არსებობდა ელიაობის ხალხური ვარიანტები, რომელთაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად მართავდნენ. ელიაობას მესხეთში საყდარში იხდიდნენ, ასევე სცოდნიათ იმერეთში, სადაც საყდრის გარშემო კაცები ორსართულიან ფერხულს მართავდნენ, ქალები კიერთრიგიანს და "ოკრიალეს" გაიძახოდნენ. კახეთში ელიაობას მართავდნენ ელიას მთაზე, წითელი წყაროს მახლობლად. სამეგრელოში წირვიდან დაბრუნებული ოჯახის უფროსი მარანში საჭმელ-სასმელით დატვირთულ ტაბლას შეიტანდა, სანთლებს აანთებდა და ქარისა და ავდრის არიდებას შესთხოვდა ღვთაებას. ელიასავე სახელზე უნდა ყოფილიყო ტაროსის დღეობა კოხინჯრობა (მეგრული "კოხობაში ოხვამერი"), რომელსაც 7-9 მაისს იხდიდნენ. ელიას თაყვანისცემა ხშირად ემთხვევოდა ლაზარობისგვალვისა და დელგმის რიტუალებს, რომელიც სრულდებოდა არა კონკრეტულად დანიშნულ დღეს, არამედ ყოველთვის, როცა გვალვა ან დელეგმა შეაწუხებდა ხალხს. ამ რიტუალებში ელია და ლაზარე ხშირად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 1904 | დაამატა: natia | ტეგები: ელიაობა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: