ელენთა ქინძით და ძმრით
მასალა:
ელენთა 1კგ.
ქინძი 50გრ.
ძმარი 1 ჩ/ჭ.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
გავრეცხოთ
ძროხის, ცხვრის ან ღორის ელენთა, გავწმინდოთ, შემოვაცალოთ გარეთა გარსი. თუ შესაძლებლობა გვაქვს, შევწვათ შამფურზე, თუ არადა - პირდაპირ ტაფაზე, ცოტა ცხიმის დამატებით. როცა ელენთა ორივე მხარეზე კარგად შეიწვება, დავჭრათ, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქინძი და მოვასხათ ნახევარი ჭიქა ძმარი. თუ ძმარი მაგარია, შეიძლება ის ადუღებული წყლით შევანელოთ.
|