მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » ძველი ქართული ზომა წონის ერთეულები
12:05
ძველი ქართული ზომა წონის ერთეულები


ძველი ქართული ზომა წონის ერთეულები

 

1 საჟენი - 2,134 მეტრი

1 არშინი - 0,7112 მეტრი

1 გოჯი - 4,445 სანტიმეტრი

1 ქცევა - 3600 კვადრატული მეტრი

1 დღიური - 0,39-0,5 ჰექტარი

1 წყრთა - 51-52 სანტიმეტრი

1 ადლი - 2 წყრთა - 101,15 სანტიმეტრი

1 ოყა - 1,36 კილოგრამი

1 კოკა - 12 ლიტრი

1 კოდი - საშუალოდ 4 ფუთი დაახლოებით 40 კილოგრამი

1 ნაოთხალი - 1/4 კოდი, რაჭაში 8, 10 კილოგრამი

1 ბათმანი - ირანული 3 კილოგრამი, ოსმალური 7,3 კილოგრამი

1 თუნგი - 4, 5, 6 ან 8 ლიტრი

1 ხელადა - 2, 3 ან 4 ლიტრი

1 ნიტრა - 10 კილოგრამი

1 ჩაფი - 16 ლიტრი

საპალნე - აქლემის-224-294 კილოგრამი და ცხენის - 147 კილოგრამი, ვირის-65 კგ

1 პირი - დაჭრილი შეშის საზომი 1/4 საჟენი

ფუთი - 16 კილოგრამი.

 

ეს არის დაახლოებითი მონაცემები, ვინაიდან ყველა კუთხეში განსხვავებულად იზომებოდა ზოგიერთი ერთეულის ზომა.

 

ადლი - სიგრძის საზომი ერთეული ძველ საქართველოში. უდრიდა ორ წყრთას. ქართულ წერილობით წყაროებში იხსენიება XVI საუკუნიდან. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ რუსულმა არშინმა თანდათანობით შეზღუდა ადლის ხმარების სფერო. ადლი, არშინთან ერთად, იხმარებოდა მეტრული სისტემის შემოღებამდე. დაახლოებით 101,15 სმ უდრიდა.

 

აღაჯი (თურქ.), მანძილის საზომი ერთეული ახლო აღმოსავლეთ ქვეყნებსა და საქართველოში გვიანდელ შუა საუკუნეებში. აღაჯი თურქული სიტყვაა და ხის ბოძს ნიშნავს. თავდაპირველად იგი გზებზე დასმულ ბოძებს შორის მანძილს გამოხატავდა. შემდეგ იგი დროზე დამყარებული საზომი გახდა და მხედრის მიერ ერთ საათში გავლილ მანძილს უდრიდა. ამის გამო მისი ზომა სხვადასხვა დროს 5,7-6,7 კმ ფარგლებში მერყეობდა. აღაჯის პარალელურად იხმარებოდა ეჯი.

 

ბიჯი, სიგრძის საზომი ერთეული ფეოდალურ საქართველოში. შეადგენდა ორ ნაბიჯს. მილიონის (მილის) საზომ სისტემაში ბიჯი დაახლოებით 1,4 უდრიდა. გვიანდელი ბიჯი დაახლოებით 1,4 უდრიდა. გვიანდელი შუა საუკუნეების ბიჯი ზომით გაუტოლდა ადლს.

 

გოჯეული, სიგრძის ძველი საზომი საქართველოში, უდრიდა 2 გოჯს, 1/16 ადლს (დაახლოებით 6,32 სმ). „გოჯეული არს ორივე ცერთ გოჯები შეყრით სიგრძეზედ" (სულხან-საბა)

 

გოჯი, მანძილი ცერის ბოლო სახსრიდან ფრჩხილის წვერამდე. სიგრძის საზომი საქართველოში - 9 ხორბლის მარცვლის ტოლი (დაახლოებით 3,16 სმ). გოჯი ერთერთი უძველესი სიგრძის საზომი ერთეულია. იგი მოხსენიებულია დაბადებისა და სახარების ქართულ თარგმანში.

 

ეჯი, მანძილის საზომი ერთეული XII-XVIII საუკუნეების საქართველოში. უდრიდა 6-7,5 კმ. დავით ბატონიშვილის განმარტებით ეჯი არის მანძილი, რომელსაც აქლემი ერთ საათში გადის

 

თითი, სიგრძის უძველესი საზომი საქართველოში, ნახსენებია დაბადების ქართულ თარგმანში. საზომად ხშირად მოიხსენიება სამედიცინო ხასიათის ნაშრომებში. იხმარებოდა XVIII საუკუნის ჩათვლით. ჩვეულებრივ, აღნიშნავდა საშუალო ტანის ადამიანის შუა თითის სიგანეს (დაახლოებით 2,1 სმ).

 

თოფი, გარკვეული სიდიდის ქსოვილის ნაჭერი. XVIII საუკუნეში საქართველოში თოფით იზომებოდა ქსოვილი. თოფის სიდიდე იყო 8-10 ადლი (დაახლოებით 8-10 )

 

მანძილი (არაბ. მანზილსადგური, გაჩერება), მანძილის საზომი ერთეული XVIII საუკუნის საქართველოში. შემოვიდა ირანიდან, უდრიდა 15,5 კმ

 

მილიონი, მანძილის საზომი ერთული ბიზანტიაში, რომელიც შეესაბამებოდა რომაულ მილს. გავრცელებული იყო საქართველოშიც, სავარაუდოა IV-VI საუკუნეებიდან. წყაროებში გვხვდება IX საუკუნიდან. იყენებდნენ XIII საუკუნემდე, შეადგენდა ფარსანგის 1/3- (1,386 კმ).

 

მტკაველი, სიგრძის საზომი ერთეული საქართველოში XIX საუკუნამდე, სიგრძე გაშლილ ცერსა და ნეკს შორის უდრიდა 2 ციდას - 25,3 სმ

 

წყარო:  ka.wikipedia.org და forum.avaza.ge

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 27348 | დაამატა: natia | ტეგები: ძველი ქართული ზომა წონის ერთეულები | რეიტინგი: 2.8/6
სულ კომენტარები: 2
2 დავითი  
0
კაია

1 xatia  
0
xatiafataridze@mail.tu

სახელი *:
Email *:
კოდი *: