ძროხის, ცხვრის ან ღორის ჩახოხბილი
მასალა:
1 კგ. ხორცი
100გრ. ხახვი
80გრ. მწვანილი
1 კგ. კარტოფილი
1ც. წიწაკა
1/2 კგ. პამიდორი
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ერთი კილოგრამი ხორცი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, მოვხრაკოთ ხახვთან და
მწვანილთან ერთად; შემდეგ დავჭრათ პომიდორი ან დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა ტომატი და
ერთი ჭიქა წყალი. ჩავაყაროთ გაფრცქვნილი და მსხვილად დაჭრილი კარტოფილი, ჩავუმატოთ
მარილი, მწვანილი და წიწაკა გემოვნების მიხედვით. ვადუღოთ 30-40 წუთს, რის
შედეგადაც კერძი მზად იქნება.
|