ძმერხლი
ძმერხლი Ruscus hypophyllum L. მიეკუთვნება შროშანასებრთა ოჯახს.ამავე, შროსანასებრთა ოჯახს მიეკუთვნებიან ბოსტნეული კულტურები : ხახვი, ნიორი,პრასა,ღანძილი, სატაცური. 60–80
სმ. სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქია . აქვს ფოთლისმაგვარი ტოტები (კლადოდიუმები). კლადოდოდიუმების
სიგანე
4–5 სანტიმეტრს
აღწევს, სიგრძე 1–2 სანტიმეტრს, ბოლო წვეტიანია , ფორმით ოვალური ან ოვალურსლანცეტა.
ძმერხლის ნამდვილი ფოთლები ქერქლებადაა გადაგვარებული განლაგებულია კლადოდიუმების ქვედა მხარეზე. ყვავილები ფერად მომწვანო ან მოთეთროა.ზის კლადოდოდიუმების
ქვედა მხარეს, შუა ძარღვზე , ჯგუფურად. ნაყოფი კენკრაა, წითელი , სფეროსებრი. იჭმევა, მაგრამ დიდი გემოთი არ გამოირჩევა. გვხვდება დასავლეთ საქართველოში და ბორჯომის ხეობაში. აღწევს 1800 მეტრ სიმაღლემდე. შეტანილი იყო საბჭოთა კავშირის წითელ წიგნში. ძმერხლის კლადოდიუმები ლამაზი მოლისფერია, ფერს არ იცვლის და იყენებენ ბუკეტებში. ზუგდიდელმა მებაღეებმა დაიწყეს ნაკვეთებში მოშენება, მაგრამ მეყვავილეები ძირითადად მიანც ბუნებაში მოპოვებული მცენარეებით მარაგდებიან. აუცილებელია პლანტაციების ფაშენება და ოთახის მცენარეთა კულტურაში უფრო ფართოდ შემოტანა.
1.ქართული ემპირიული მედიცინა ძმერხლის ნახარშს იყენებდა, როგორც მშობიარობის შემდგომ სისხლგამომდენ საშუალებას
2. სავარაუდოდ, სათანადო კვლევების შემდეგ, მისგან შეიძლება რძისმომყვანი საშუალებების წარმოება
1. დეკორატიული მიზნით, ამ მცენარის
მოშენება მომგებიანია
2. კარგი საკვებია ცხოველებისათვის, ზრდის წველადობას და შეიძლება
საკვებ
კონცენტრატებში
გამოყენებაც
3. თაფლოვანობის შესახებ მონაცემები ვერ მოვიპოვეთ
4. გამოიყენება სათრიმლავად, საღებრად და ა.შ. თუმცა ამ სფეროში არ ჩანს
რეალური
ნიშა.
წყარო:
medgeo.net
|