დოღი ბახმაროში
ბახმაროში
დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი. საუკეთესო დრო დასვენებისთვის არის ივლისი და აგვისტო. 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით ბახმაროში ყოველწლიურად იმართება დოღი და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებები. საზეიმო წირვა აღევლინებახოლმე
გურიისა და მეზობელი რეგიონების სასულიერო პირთა მონაწილეობით. ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან და გურიის სხვა რაიონებიდან ჩასული 50-ზე მეტი მხედარი იღებდა მონაწილეობას. დოღი ბახმაროში ფერიცვალების დღესაწაულის კულმინაციური მომენტია. მარულაში მონაწილეობენ სოფლისა და სპორტული ცხენები და ყველა მონაწილე გამარჯვებას პრესტიჟის საქმედ მიიჩნევს. სხვადასხვა დისტანციაზე გამარჯვებულებს პრიზებს გადასცემენხოლმე.
ბახმარო -
მაღალმთიანი
კლიმატური
კურორტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში,
მესხეთის ქედზე, მდინარე ბახვისწყლის ხეობაში, ტყის ზონის ზემო ნაწილში. ზღვის დონიდან
1926-2050 მ,
შავი ზღვის სანაპიროდან პირდაპირი ხაზით 50 კმ. რკინიგზის უახლოესი სადგურია საჯავახო. ბახმაროს ტერიტორია წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია
ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყით. ლეგენდის თანახმად კურორტის სახელი ულამაზეს თავადის ქალს, მაროს უკავშირდება. მარო თურქებმა მოიტაცეს, უკან დადევნებულ მდევარს კი ხანჯლით განგმირული დაუტოვეს, გვერდით ქვაზე კი,მისივე სისხლით დააწერეს:
"ბახ
მარო"
- ნახეთ თქვენი მარო. ბახმაროს ჰაერის უნიკალური სამკურნალო თვისებები პირველად ამ მხარეში ზაფხულის საძოვრებზე ამოსულმა მწყემსებმა აღმოაჩინეს, როცა ჭლექით დაავადებული ერთ-ერთი მათგანი აქაურმა ჰაერმა სასწაულებრივად სწრაფად და საბოლოოდ გამოაჯანმრთელა.
ბახმაროში
იმყოფებოდა
ქართველო ეთნოგრაფი თედო სახოკია 1895 წელს. მისი აღწერით იმ დროს ბახმაროშისულ რამდენიმე სახლი თუ იდგა. ასავლელად გამოიყენებოდა საცალფეხო ბილიკები ვანისქედიდან, მეწიეთიდან, ვაკიჯვრიდან და ხევიდან. სამანქანო გზა ბახმაროს მიმართულებით XX
საუკუნის
80-იან წლებში გაკეთდა.
|