დანის გალესვა
დანა
სამზარეულოს
ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და მისი უეცარი დაბლაგვება კერძის მომზადებისას მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს. მაგრამ არსებობს რამდენიმე ხერხი, რომელთა საშუალებითაც დანის დროებით გალესვას და პრობლემების თავიდან აცილებას შეძლებთ. ამ ხერხებზე გვესაუბრება მლესავი ავთანდილ კონცელიძე: `აიღეთ ორი დანა და ხელების ჩქარი მოძრაობით ერთმანეთს გაუსვით საპირისპირო მხარეებით. ასევე, შეგიძლიათ გადააბრუნოთ თეფში და ამობურცულ ნაწილზე დანის პირი გაუსვათ”. როგორც ბატონი ავთანდილი ამბობს, ეს ხერხი დანის მხოლოდ დროებით გალესვაში დაგეხმარებათ. ასევე დანის დროებითი გალესვა შესაძლებელია ქლიბით, რომელიც ბაზრობაზე შეგიძლიათ შეიძინოთ. დანის პირს ძირითადად აბლაგვებს დაფა, რომელზეც ბოსტნეულს, მწვანილს და სხვა
სურსათს ვჭრით. მიჩნეულია, რომ დანა ბლაგვდება თბილ წყალში რეცხვისას, იგი ცივ წყალში უნდა გაირეცხოს. მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს არასწორია, წყლის ტემპერატურა დანის სიბასრეზე არ მოქმედებს. როგორც ამბობენ, დღეს უკვე არსებობს ისეთი დანები, რომელთაც გალესვა არ სჭირდება.
ბატონი ავთანდილის თქმით კი _ `არ არსებობს მეტალი, რომელსაც გალესვა არ სჭირდება. ყველაზე დიდხანს სიბასრეს ინარჩუნებს ძველებური ფოლადის დანები, რომლებიც აღარ იშოვება, მაგრამ მისი დამზადება შესაძლებელია სპეციალისტთან. თუმცა ეს დანები დროთა განმავლობაში შავდება და აუცილებელია მათი გაწმენდა. რაც შეეხება
დამზადებული
დანების ღირებულებას, სამზარეულოს დანის დამზადება 6-7 ლარი ღირს, მზარეულის _ 15,
მონადირის
დანის კი _ 30 ლარი.
წყარო:
lifestylebatumelebi.blogspot.com
|