
დაჭრილი წითელი პამიდორი (ზამთრისათვის)
მასალა:
წითელი
პამიდორი 5 კგ.
ბულგარული
წიწაკა 1 კგ.
მწვანილი,
მარილი - გემოვნებით.
მომზადება:
საღი,
წითელი პამიდორი გადავარჩიოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილად, ისე როგორც სადილისათვის ვჭრით (პამდორი შეიძლება იყოს კანიანად და შეიძლება კანგაცლილიც), შევდგათ ცეცხლზე და ავადუღოთ. ადუღებისთანავე ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ოხრახუში, რეჰანი; ვხარშოთ 25-30 წუთი, შევაგემოთ მარილით და გადმოვდგათ; დავაყოვნოთ დაახლოებით 5 წუთი, რომ ცოტა შეგრილდეს; ჩავასხათ მშრალ ქილებში და ცხელივე მოვხუფოთ თუნუქის სახურავებით. ქილები გავაცივოთ გადმობრუნებულ მდგომარეობაში (სტერილიზაცია არ უნდა).
|