დაბრაწული წიწილა (ისრიმაყვალში)
მასალა:
მაყვალი 500გრ.
დაუმწიფებელი ყურძენი (ისრიმი) 300გრ.
ქინძი 3 ძირი
ნიორი 1–2 კბილი
კამა 1 ძირი
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
დანაყილი ქინძის თესლი, ნიორი, კამა, ცხარე წიწაკა, მარილი
გემოვნებით. ყურძენი აუცილებლად კვახე უნდა იყოს, მე ადესა ვიხმარე. დავაბლენდეროთ
და წმინდა საცერში გავატაროთ (ყურძენი და
მაყვალი). დანარჩენი მასალით შევანელოთ საწებელი და დაბრაწული წიწილა ჩავდოთ.
|