დაბასთურმებული ხორცი
მასალა:
ძროხის
ან ცხვრის ხორცი (ფილე) 1კგ.
ხახვი 3-4ც.
ვაშლის
ძმარი 100გრ.
კარაქი 50გრ.
დაფნის
ფოთოლი 5ც.
დაფქვილი
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხორცი
გავრეცხოთ
და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად. შევურიოთ მრგვალად დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი, დაფნის ფოთოლი, ძმარი და შევინახოთ 6 საათი საყინულეში. დაბასთურმებული ხორცი შევწვათ კარაქში, ტაფაზე ან გაზქურაში. სუფრაზე გავიტანოთ ბოსტნეულის გარნირით.
|