დაბასტურმებული თევზი
მასალა:
თევზი (სარდინია ან სკუმბრია) 1კგ.
ხახვი 3–4 თავი
ნიორი 4–5 კბილი
ჯანჯაფილი 1 ს/კ.
პაპრიკა 2 ს/კ.
1ც. ლიმონის წვენი
ზეითუნის ზეთი 5–6 ს/კ.
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
ზეთი შესაწვავად.
მომზადება:
თევზი გავრეცხოთ და დავჭრათ ნაჭრებად. ხახვი დავჭრათ ნახევარმთვარისებულად და მოვთუშოთ ცოტათი. შემდეგ დიდ ჭურჭელში ჩავყაროთ მოთუშული ხახვი, დავამატოთ ზეითუნის ზეთი, დაჭრილი ნიორი, მოვაყაროთ ჯანჯაფილი, პაპრიკა, შავი პილპილი, მარილი, მოვასხათ ლიმონის წვენი, ჩავაწყოთ დაჭრილი თევზი, ავურიოთ, შევდგათ მაცივარში და გავაჩეროთ მინიმუმ 1 საათი. შემდეგ გამოვიღოთ მაცივრიდან და შევწვათ გრილზე ან ტაფაზე ცოტა ზეითუნის ზეთით.
|