ჩოგი
მასალა:
ჭარხალი 500გრ.
შინდი /2 ჭიქა
ხახვი 2 თავი
ოხრახუში და ქინძი 3–3 ძირი
დაფქვილი წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მთლიანი ჩარხალი დავდოთ გამოსაცხობ ფირფიტაზე და შევდოთ აირღუმელში
მომზადებამდე, შემდეგ გავაცალოთ კანი და გავხეხოთ. ხახვი და მწვანილები წვრილად
დავჭრათ. შინდს დავასხათ 1 ჭიქა წყალი, და ვხარშოთ 20 წუთი, შინდის ბოლომდე
მოხარშვამდე და წყლის თითქმის ჩაშრობამდე, შემდეგ
შინდი გავაცივოთ და გავცხრილოთ. გაცხრილულ მასას დავამატოთ მომზადებული
მწვანილი, ხახვი, ჭარხალი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და კარგად ავურიოთ.
|