![](/14/2957.jpg)
ჩირბული
მასალა:
კვერცხი 4ც.
თეთრი სიმინდის ფქვილი 2 ს/კ.
კარაქი 50გრ.
ხახვი 2 თავი
ტყემალის საწებელი 1/2 ჭიქა (ან მომჟავო ხილის წვენი)
ნიორი 2 კბილი
იმერული ზაფრანა 1 ჩ/კ.
გატარებული ნიგოზი 1 ჩ/კ.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხახვი დავჭრათ წვრილად და შევწვათ კარაქში დაბალ ტემპერატურაზე
ოქროსფერი ფერის მიღებამდე 10 წუთი. შემდეგ დავამატოთ სიმინდის ფქვილი, ავურიოთ და
შევბრაწოთ 2–3 წუთი, დავასხათ რამოდენიმე კოვზი ადუღებული წყალი, ავურიოთ,
დავამატოთ ნიგოზი, ზაფრანა, ტყემალის საწებელი, ავადუღოთ და მოვამზადოთ 3 წუთის
განმავლობაში. კვერცხი გავტეხოთ თეფშზე და ფრთხილად დავასხათ ტაფაზე, მოვაყაროთ
მარილი და ჭვრილად დაჭრილი ნიორი, დავაფაროთ თავზე და 2 წუთის შემდეგ მივიტანოთ
ცხლად.
|