ჩანახი
მასალა:
ცხვრის
ხორცი (საშუალო ცხიმი) 400გრ.
ბადრიჯანი
4ც.
ხახვი
(პატარა) 4 თავი
პომიდორი 4ც.
კარტოფილი 4ც.
ნიორი
(პატარა) 4 კბილი
ოხრახუში
და რეჰანი 4 ძირი
დაფქვილი
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ხორცი
დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად და ჩავაწყოთ ქოთანში. ნიორი, ხახვი და მწვანილები დავჭრათ წვრილად და ავურიოთ. ბადრიჯანი დავჭრათ სიგრძეზე მსხვილ ნაჭრებად, წავუსვათ ნივრის მასა და გადავახვიოთ რულეტებად. მოვათავსოთ რულეტები ქოთანში ხორცის თავზე. კარტოფილი დავჭრათ ოთხ ნაწილად და დავაწყოთ რულეტების თავზე, შემდეგ კარტოფილის თავზე დავაწყოთ ოთხად დაჭრილი პომიდორი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა. ქოთანს დავაფაროთ თავზე და შევდგათ ცივ აირღუმელში, რომელსაც შემდეგ გავაცხელებთ 200
°С. ტემპერატურაზე.
40–45 წუთის
შემდეგ მოვხადოთ სახურავი, დავუწიოთ ტემპერატურას
150–160 გრადუსამდე
და გავაჩეროთ ჩანახი კიდევ 40 წუთი.
|