ჩაი რომით და ალუბლით
მასალა:
2 ჩ/კ. ჩაი ან
უნალექო ყავა
1/2 ჭიქა ალუბლის წვენი
3-4ც. ვაშლი
1 ს/კ. შაქრის სიროფი
20გრ. რომი (კუბური)
1/2 ჭიქა წყალი
1-2 ყინულის ნაჭერი.
მომზადება:
მომინანქრებულ
ქვაბში ჩავასხათ წყალი. ჩავყაროთ ჩაი ან უნალექო მაგარი ყავა და დავუმატოთ შაქრის სიროფი. მივიყვანოთ ადუღებამდე და თან შეუჩერებლად ვურიოთ. შემდეგ ოდნავ გავაგრილოთ და დავუმატოთ გამთბარი ალუბლის წვენი და რომი. ვაშლები გავფრცქვნათ და წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ ჭიქებში და მომზადებული მასა დავასხათ. მიირთვით ცივი.
|