ჩაი პარიზულად
მასალა: შავი ჩაის ნაყენი 135 მლ. ფორთოხლის ახლად გაწურული წვენი 135 მლ. ნახევარი ლიმნის წვენი ლიმნის ცედრა. მომზადება:
ვურევთ ჩამოთვლილ კომპონენტებს ჩაისთვის შერჩეულ ჭურჭელში, მიგვყავს ადუღებამდე(არ ვადუღებთ!), ვასხამთ ფინჯნებში, ვუმატებთ 4 სუფრის კოვზ კონიაკს და შაქარს გემოვნებით.
|