მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამზარეულო
საიტის მენიუ
ძებნა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
ქართული სამზარეულო [39]
ხორციანი კერძები [200]
თევზის კერძები [35]
რძის ნაწარმი [39]
ბოსტნეული/ფხალეული [138]
ფქვილეული/ბურღულეული [130]
საწებლები/სოუსები [50]
მწნილები/მარინადები [46]
მურაბები/ჯემები [97]
უცხოური სამზარეულო [45]
ცხოველის ხორცის კერძები [60]
ფრინველის ხორცის კერძები [63]
თევზის კერძები [58]
ბოსტნეული/ფხალეული [69]
სალათები [97]
ფქვილეული/ბურღულეული [71]
პიცები/ბუტერბროდები [96]
სამარხვო კერძები [144]
ტკბილეული [201]
ნამცხვრები [72]
ტორტები [84]
სასმელები [12]
კოქტეილი [4]
ლიქიორი [26]
ყავა [41]
ჩაი [39]
სხვადასხვა [306]
ჩანაწერების არქივი
კალენდარი
«  აგვისტო 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეაფასეთ საიტი
სულ პასუხი: 1366
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
......
...........
მთავარი » 2011 » აგვისტო » 24 » ჭვავი
00:24
ჭვავი


ჭვავი

 

ჭვავი კულტურაში ხორბალზე უფრო გვიან დაინერგა. ძველი ბერძნებისათვის ჭვავი ცნობილი არ იყო; დასავლეთ და აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკის უძველესი კულტურის ქვეყნებშიირანში, არაბთა გაერთიანებული საამიროებში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჭვავი ამჟამადაც არ ითესება. ჭვავის თავთუნის კილი ვიწროა, მახათისებრი. თავთავის ღერძი წვრილი და სწორი ნაწილაკებისაგან შედგება. ორყვავილიანი თავთუნები თითო თითოდაა განლაგებული თავთავის ღერძის თითოეულ ნაწილაკზე. ყვავილის ქვედა კბილები გრძელი ფხებით ბოლოვდებიან. ყვავილი ორსქესიანია, ჯვარედინ მტვერია. ჭვავის ნორჩი აღმონაცენი მოსოსნისფრო-ყავისფერია ან მოყავისფრო. ჭვავის საშემოდგომო ჯიშები უფრო მოსავლიანია, უფრო ადრე შემოდის და ამიტომ უკეთ გაურბის გვალვას. საგაზაფხულო ჯიშებს თესენ იქ, სადაც კლიმატური პირობების გამო საშემოდგომო პური ვერ ხარობს (მაგალითად, აღმოსავლეთ ციმბირში). ცილების შემცველობის, ორგანიზმის მიერ შეთვისებისა და გამოყენების ნაირგვარობის მხრივ ჭვავი ხორბალზე დაბლა დგას და მრავალ ადგილას იდევნება ამ უკანასკნელის მიერ. ჭვავი მარცვლოვანი მცენარეა. შეიცავს ცილებს, სახამებელს, სხვა ნახშირწყლებს და ლინოლენის მჟავას. ფართოდ გამოიყენება სამკურნალო კვებაში. ხალხურ მედიცინაში ნახარში იხმარება ფაღარათის და ხველის დროს, ხოლო რძეში დამბალ პურს იდებენ მუწუკების მოსამწიფებლად. თბილი ცომი გამოიყენება მაგარი შესიებების გასაწოვად. ფიქრობენ, რომ ჭვავი წარმოიშვა იმ სარეველა ჭვავისგან, რომელიც ასავრელიანებდა და ახლაც ასავრელიანებს საშემოდგომო ხორბლისა და საშემოდგომო ქერის ნათესებს კავკასიაში, შუა და მცირე აზიაში. ეს სარეველა ჭვავი გვხვდება მრავალი სახესხვაობისა და ფორმის სახით, რომლებსაც ზოგი ავტორი ამავე Secale cereale- სახეობაში აერთიანებს, რომელიც შედის კულტურული ჭვავი, ხოლო სხვები მათ გამოყოფენ სარეველა ჭვავის — Secale segetale- დამოუკიდებელ სახეობად. რაც უფრო ჩრდილოეთისა და ზევით მთებისკენ მიიწევდა ხორბლის კულტურა, მით უფრო ისპობოდა იგი და უფრო გამძლე ჭვავი კი რჩებოდა. ამის გამო ის უფრო იპყრობდა ადამიანის ყურადღებას, რომელმაც თანდათანობით შერჩევით გამოიყვანა ჭვავის კულტურული ფორმა. ჭვავის ველურ სახეობებს (დაახლოებით 12-მდეა) პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს.

 

წყარო: ka.wikipedia.org

კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2031 | დაამატა: natia | ტეგები: ჭვავი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *: