ჭყინტი ყველი
აი, როგორ მზადდება შინაურ პირობებში ჭყინტი ყველი: მასალა: რძე
(ნაღებმოუხდელი) 4-5 ლიტრი, კვეთისთვის: პეპსინი 0,5 გრ კვეთი: პეპსინი გავხსნათ
ოთახის ტემპერატურის 200 გრ-მდე (1 ჩაის ჭიქა) რძეში საცერზე გადაწურავენ რძეს,
ჩაასხამენ უჟანგავი ლითონის ჭურჭელში და დაახლოებით 30 გრადუსამდე შეათბობენ,
ჩაუშვებენ პეპსინს ან შინ დამზადებულ კვეთს და 20-30 წუთით თბილად დადგამენ.
შემდეგ ქვაბს შემოდგამენ ძალიან დაბალ ცეცხლზე, აჭრილი რძის მასას ფრთხილად ხელით
შეაგროვებენ, მოაგუნდავებენ, ჩადებენ თუშფალანგში და 24 საათის განმავლობაში
თბილად შეინახავენ. ამ დროის განმავლობაში ყველი ფორებს გაიკეთებს და მზად არის
გამოყენებისათვის. ყველის ფორიანობას მასში ნახშირორჟანგის შემცველობა
განაპირობებს. ჭყინტი ყველი რბილია, დაჰკრავს რძისფერი და არა თეთრი ფერი. თუ
გავჭრით, აქა-იქ წვრილ, თხელ ფორებს შევამჩნევთ. უტყუარი ნიშანია, რომ იგი
გაცხელებისას უნდა იწელებოდეს. შინაურ პირობებში ეს ადვილია: გახურებულ ტაფაზე
ვდებთ ყველის ნაჭერს და მალევე ვიღებთ - ამ დროს ყველი უნდა გაიწელოს.
ტრადიციულად, სოფლებში ჭყინტ ყველს ამზადებენ კვეთით, რომლის ნატურალური
ინგრედიენტების წყალობითაც ყველს უფრო წმინდა გემო აქვს, პეპსინს კი თავისი
სპეციფიური არომატი დაჰკრავს. კვეთის შემადგენლობაში შედის ცივ წყალში
გასუფთავებული საქონლის ფაშვის ნაწილი და ალუბლის პატარა ტოტი. ამ მეთოდით
ამოყვანილი ყველისგან მზადდება სულგუნი, რომელიც ცალკე პროცესია, ხოლო იმერული
ყველის ძირითადი თავისებურება კი ის არის, რომ მას უფრო დიდხანს უწევს ცხელ
წყალში დაყოვნება და წელვადობა ნაკლებად
გააჩნია. ტრადიციულად, სულგუნი სწორედ კარგი ჭყინტი ყველისგან ამოჰყავთ.ბაზარში
ყველის შერჩევის დროს შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი რჩევით - მოუხდელი ყველს
გაჭრისას დანა ცხიმიანდება. მეორენაირად ამისი გაგება შეიძლება მისი ნამცეცების
ხელში მოსრესვით.
ჭყინტი ყველი დიეტური პროდუქტია და ამიტომ მასზე დიდი მოთხოვნაა.
|