![](/4/665.jpg)
ჭინჭარი ნიგვზით
მასალა:
ჭინჭარი 1 კგ.
ნიგოზი 200გრ.
მზესუმზირის ზეთი 50გრ.
პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ჭინჭარი გავარჩიოთ, მოვაშოროთ ფართო ფურცლები, მოვხარშოთ და
მოვათავსოთ თუშფალანგზე. ხახვი დავჭრათ რგოლებად და მოვხრაკოთ ზეთში. ნიგოზი
გავატაროთ ხორცსაკეპში, ავურიოთ ხახვს, შევანელოთ მარილით და პილპილით, მიღებული
მასა ავურიოთ ჭინჭარს და კერძიც მზადაა.
|