ჭინჭარი ბრინჯით
მასალა:
ჭინჭარი 1 კგ.
ბრინჯი 100გრ.
ხახვი 300გრ.
ნიორი 2-3 კბილი
მცენარეული ზეთი მოსასხმელად
ქინძი, პიტნა, დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ჭინჭარი გავრეცხოთ, დავჭრათ და მოვხარშოთ ბრინჯთან ერთად. მოხარშვამდე
10–15 წუთით ადრე, დავუმატოთ დაჭრილი ხახვი, გატარებული ნიორი, წვრილად დაჭრილი
მწვანილები, მოვაყაროთ წიწაკა, მარილი, მოვასხათ ზეთი და კარგად ავურიოთ. სუფრაზე
მიტანის წინ გავაფორმოთ მწვანილის ღერით.
|