ჭიაფერა
ამ
მცენარის მრავალრიცხოვანი
ჯიშებიდან
ჩვენში გავრცელებულია ორი- ამერიკული და კენკროვანი. ამერკული ჭიაფერა
Phytolacca americana
ან
Phytolacca decandra მოზრდილი
მრავალწლოვანი
ბალახოვანი
მცენარეა ხისებრი ღერძით, რომელიც 1-3 მ იზრდება. აქვს მსხვილი ძირი, მორიგეობითი და გრძელი ფოთლები, რომლებიც მოგვიანებით წითლდება და წვრილი ყვავილები. ნაყოფი, მბრწყინავი კენკრაა, რომელიც თავიდან წითელია, შემდეგ კი შავდება. წვნიანია. ფოთლები შეიცავს მჟაუნას მჟავას, ძირები ფიტოლანცინს, ეთერზეთს, ფოთლები, ძირები და თესლები საპონინებს, ტანინებს, სიმწარეებს, შაქარს. შხამიანია. მისი მეორე ჯიში Phytolacca
acinosa (საჭმელი
ჭიაფერა) მოხარშული გამოიყენება საკვებად. ამერიკული ჭიაფერა ხასიათდება ამოსაღებინებელი
და დამარბილებელი თვისებებით. ჰომეოპათიაში იყენებენ რევმატიზმების, კატარების, ანთებების სამკურნალო და სისხლგამწმენდ საშუალებად. ხმარობენ კანის დაავადებებისათვისაც. ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში მას საფერავად იყენებენ.
წყარო:
ice.ge
|