ჭერმის მურაბა
მასალა:
ჭერამი
1კგ.
შაქარი
1კგ.
წყალი
0,5 ჩ/ჭ.
მომზადება:
ჭერამი
გავრეცხოთ,
დავჩხვლიტოთ
წვრილი ჩხირით. მოვხარშოთ სიროფი, დავასხათ ჭერამს და ასე გავაჩეროთ მეორე დღემდე. მეორე დღეს ჭერამი ამოვიღოთ სიროფიდან, სიროფი ვადუღოთ ნახევარი საათი, ჩავყაროთ ჭერამი და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება.
|