ჭარხლის კატლეტი ქიშმიშით
მასალა:
ჭარხლი
1კგ.
რძე
200გრ.
მანანის
მურღული
50გრ.
კვერცხი
2ც.
ხაჭო
50გრ.
პურის
ფქვილი 2 ს/კ.
ქიშმიში
30გრ.
დაფქვილი
ორცხობილა
(სუხარი) ამოსავლებად.
ზეთი
შესაწვავად.
მომზადება:
მოხარშული
ჭარხალი გავასუფთავოთ, გავხეხოთ, დავასხათ რძე და ავადუღოთ, დავამატოთ მანანის მურღული, ვხარშოთ (12–15 წუთი) სქელი მასის მიღებამდე (განუწყვეტლივ ვურიოთ). გადმოვდგათ გაზქურიდან და გავაცივოთ 60
°С–მდე, დავამატოთ კვერცხი, ფქვილი, შაქარი, ხაჭო, ქიშმიში და კარგად ავურიოთ. მიღებული მასისგან გავაკეთოთ სასურველი ფორმები, ამოვავლოთ ორცხობილაში და შევწვათ ზეთში ორივე მხრიდან. მივირთვათ არაჟანთან ერთად.
|