ჭარხალი ნიგვზით
მასალა:
ჭარხალი 1 კგ.
ნიგოზი 2 ჭიქა
ნიორი 2 კბილი
ვაშლის ძმარი 3-4 ს/კ.
უცხო სუნელი 1/2 ჩ/კ.
ქინძი, ოხრახუში, დაფქვილი წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ჭარხალი მოვხარშოთ, გავასუფთაოთ და დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად.
ნიგოზი და ნიორი გავატაროთ, დავუმატოთ უცხო სუნელი, დაჭრილი მწვანილი, მოვაყაროთ
მარილი, წიწაკა, მოვასხათ ძმარი და კარგად ავურიოთ. მომზადებული სოუსი ავურიოთ და
გავაფორმოთ მწვანილით.
|