ჭარხალი ქინძმარში
მასალა:
ჭარხალის ფოთლები 1კგ.
ქინძი 2 კონა (საშუალო)
კამა 2 კონა
ძმარი 2-3 ს/კ.
წყალი 1 1,5 ჩ/ჭ.
ნიორი 3-4 კბილი
წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მოხარშული ჭარხლის ძირხვენა გაფცქვენით და ფიგურული დანით დაჭერით
პატარა ნაჭრებად. მოასხით ქინძმარი და აურიეთ კარგად. ქინძმარს ასე მოამზადებთ: 2
კონა ქინძი, 2 კონა კამა და 3–4 კბილი
ნიორი დანაყეთ, ან გაატარეთ ხორცსაკეპში, შეურიეთ 1 ჩაის ჭიქა წყალი, შეაზავეთ
ძმრით, მარილით და წიწაკით.
|