Cava
ესპანური
ღვინო
Cava, რომელიც
კატალონიაში,
უფრო ზუსტად კი, პენედესში იწარმოება, შამპანურის შემდეგ ყველაზე ცნობილი ცქრიალა ღვინოა. მისი პოპულარობის მიზეზი ძალზე მარტივია:
Codorniu d Freixenet – Cava-ს ორი
ყველაზე მსხვილი სახლი, ყოველწლიურად 5 მილიონ ყუთ სასმელს უშვებს. მეტს, ვიდრე შამპანურის უმსხვილესი სახლი Moet et
Chandon, რომლის
ანგარიშზე
წელიწადში
4,2-4,5 მილიონ
ყუთია. კავას მწარმოებლები სასმელის სრულყოფისთვის არც დროს იშურებენ, არც ფულს და არც ენერგიას. მათი სარდაფები დიდი და შთამბეჭდავია, შეფუთვა - ოცნებების ზღვარი. პრობლემა ისაა, რომ თუ შამპანური ნატიფია, კავა (მცირე გამონაკლისის გარდა) მძიმე წონოსნებში გადის. რასაკვირველია, ის ძალზე კომპლექსურია და არომატებითაც მდიდარი, მაგრამ აკლია ინტენსივობისა და ელეგანტურობის ცნობილი შეხამება, რომლითაც ასე განთქმულია შამპანური. მიზეზი, გარკვეულწილად, კლიმატშია. ნაწილობრივ - ყურძნის ჯიშებში და ნაწილობრივ, იმ განუმეორებელ პულსში, რომელიც მხოლოდ შამპანში ძგერს. კლიმატი, უბრალოდ, ზომაზე მეტად თბილია, როგორც ტოსკანაში. კავას მისაღებად სამი პრინციპულად მნიშვნელოვანი და რეკომენდებული ჯიში - ქსარელო, მაკაბეო და პარელიადა ესპანელებს ძალიან უყვართ და იქაურ კლიმატსაც კარგად ეხამება, მაგრამ შამპანურის სტილის ღვინოს ისინი ვერასოდეს მოგვცემს.
წყარო:
avtoradio.ge
|