ბურახი
მე
- 20 საუკუნის
დასაწყისია
გამოყენებულ
საოჯახო ტექნოლოგიებს აღწერს ბარბარე ჯორჯაძე. [რჩეული სამზარეულო. გამოცემა "
სორაპნისა"
. თბილისი.
1914 წ.] ქვემოთ ციტირებულია სტილის დაცვით
კვასი
ზღმარტლისა.
ზღმარტლი დაარჩიეთ, ჩაყარეთ ბაჩონკაში, დაასხით წმინდა წყალი; ნახევარი გირვანქა ქიშმიში დარჩეული და გარეცხილი შიგ ჩაყარეთ; მეოთხე დღეს შეიძლება დალევა. რამდენიც ჩამოასხათ, იმდენი წყალი დაუმატეთ.
კვასი
ვაშლის და მსხლის. - ა. დამჭკნარი ვაშლი და მსხალი ჩაყარეთ ბოჩკაში, დაასხით მდუღარე წყალი, თავი დახურეთ - როცა შეატყოთ, რომ მზად არის, ბოთლებში ცოტა - ცოტა ქიშმიში ჩაყარეთ, გაწურეთ და ჩაასხით, პრობკები დაუცეთ. როცა სულ ჩამოასხათ, კიდევ მდუღარე წყალი დაასხით, კიდევ ივარგებს.
კვასი
ვაშლის და მსხლის. - ბ ვაშლი და მსხალი ორივე ერთად დასჭერით შუა - შუა, გული გამოაცალეთ, აასხით მსხვილ ძაფზე, მზეზე გაახმეთ; ერთი ვედრო გამხმარი ვაშლი და მსხალი ჩაყარეთ ორ ვედროიან ბოჭკაში, ადუღებული და გაციებული წყალი დაასხით, თბილ ალაგს დადგით, ტილო გადააფარეთ; როცა კარგად ადუღდეს, ბოთლებში ჩამოასხით, სამი ან ოთხი ქიშმიში ჩააგდეთ, ბოთლს პრობკა დაჰკარით, ცივ ალაგს შეინახეთ, ან ქვიშაში ჩაალაგეთ; სამი კვირის შემდეგ ივარგებს სასმელად.
კვასი
ვაშლის და მსხლის - გ . ბოჭკაში ნახევრად ჩაყარეთ დაჭრილი ვაშლი ან მსხალი, მდუღარე წყალით გაამსეთ, ცოტა ქიშმიში ჩააყარეთ, თავი დაახურეთ, ერთ დღე - ღამე ისე იდგეს; მერე პატარა ბაჩონკაში გადაიღეთ ან სხვა ჭურჭელში; მაგრად პირი დააფარეთ, ორი დღის შემდეგ ივარგებს სასმელად. იმ გადაწურულ ვაშლს კიდევ მდუღარე წყალი დაასხით.
3. ნალივკები
ნალივკები
მომზადდება
ყველა გვარ ხილიდან; ოღონდ ყურადღება უნდა მიაქციოთ ხილი მწიფე იყოს და სუფთა: ფოთოლ - ღეროები არ შეჰყვეს, ობი, პრკე არა ჰქონდეს მოკიდებული; თუ ხილი დაჭყლეტილია, ამით არა უშავს რა; არაყი კარგი ხარისხის უნდა იყოს, კარგა გარეცხილ დიდ ბოთლში ჩაყარეთ ხილი და ბოთლიგაამსეთ; ზედ იმდენი არაყი დაასხით, რომ ბოთლი გაიმსოს; ბოთლს თხელი ნაჭერი შემოაკარით, დადგით ფანჯარაში ორი ან სამი თვე; სან - ოთხ დღეში ერთხელ გაანჯღრიეთ; შემდეგ გაწურეთ, სუფთა ძაბრს ჩაუფინეთ ძირში ერთ ნაჭერი ბამბა, ზევიდან კიდევ გადააფარეთ თხელი ნაჭერი და გასწურეთ; მერე ჩაასხით ბოთლებში, თუ ნალივკა კიდევ მღვრიეა, მეორედაც ამ ამ ნაირადვე გაწურეთ.
წყარო: ecopharm.sangu.ge და forum.tsu.ge
|