ბროწეული
ბროწეული
- Punica Granatum ბროწეულისებრთა
ოჯახში შედის. საკმაოდ ტანმაღალი (1-5 მ) ხშირტოტებიანი ეკლოვანი ბუჩქია. ნაყოფი კი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება.ბროწეულის ნაყოფის კანსა და ღერო-ტოტების ქერქს ტყავის შავად შესაღებად ხმარობდნენ. ნაყოფის კანისა და ძაღას (რკინის შაბიამანი) მეშვეობით შესაძლოა შავი მელნის დამზადება. ბროწეულის ნაყოფს ნედლად იყენებენ. წვნისაგან, რომელიც 8-19% შაქარს, 0,3-9% ლიმონის მჟავას, ტანინსა და C ვიტამინს სამკურნალოდ ნაყოფის კანი, ღეროს, ტოტებისა და ფესვების ქერქი გამოიყენება პარაზიტი ლენტური ჭიების წინააღმდეგ. აგრეთვე შემკვრელ საშუალებად კუჭ-ნაწლავის აშლილობისას. მის შემადგენლობაში არსებული ალკალოიდი პლეტერინი სწრაფად იწოვება ორგანიზმში და ტოქსიკურ მოვლენებს იწვევს. ხალხური მედიცინა ბროწეულის ნაყოფის კანს კარგ შემკვრელ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებად თვლის კუჭაშლილობის, დიზენტერიის (ჩვენში დიზენტერიის საწინააღმდეგოდ მას არაეფექტურად თვლიან), კუჭნაწლავის ანთების დროს. იყენებენ ნახარშს: 2 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ნაყოფის კანი, ერთ ჭიქა წყალზე. ადუღებენ ნელ ცეცხლზე 15 წუთს (2 დღის დოზა). ბროწეულის ღეროსა და ფესვების ქერქს ეფექტურ საშუალებად მიიჩნევენ სოლიტერის წინააღმდეგ.
წყარო:
ira-gar.blogspot.com
|