ბრინჯისა და ხაჭოს კატლეტი
მასალა:
ბრინჯი 100გრ.
ხაჭო 100გრ.
კვერცხი 2ც.
ოხრახუში, დაფქვილი წიწაკა და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მოხარშულ ბრინჯს დავამატოთ ხაჭო, კვერცხი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში,
წიწაკა, მარილი და კარგად ავურიოთ. მიღებული მასისგან გავაკეთოთ სასურველი
ფორმები, ამოვავლოთ პურის ფქვილში, მოვაპკუროთ ათქვლეფილი კვერცხი და შევწვათ
ზეთში ორივე მხრიდან. გავაფორმოთ მწვანილით.
|