ბრინჯის კატლეტი
მასალა:
ბრინჯი 50გრ
ხახვი 1 ტავი
სტაფილო 1ც.
მწვანე ხახვი 50გრ.
კვერცხი 1ც.
ბოსტნეულის ბულიონი 190გრ.
მცენარეული ზეთი 4 ს/კ.
დაფქვილი ორცხობილა (სუხარი) ამოსავლებად
მუსკატის კაკალი გახეხილი
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ბრინჯს დავასხათ ადუღებული ბულიონი და ვხარშოთ მომზადებამდე. ხახვი,
მწვანე ხახვი და სტაფილო წვრილად დავჭრათ. დაჭრილი მასა შევწვათ ზეთში, ავურიოთ
მოხარშული ბრინჯი, მუსკატის კაკალი, კვერცხი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და კარგად
ავურიოთ. მიღებული მასისგან გავაკეთოთ სასურველი ფორმები, ამოვავლოთ ორცხობილაში
და შევწვათ ზეთში. სუფრაზე გავიტანოთ პომიდვრის სოუსთან ერთად.
|