ბოზბაში
მასალა:
ცხვრის ხორცი 800გრ.
ერბო 1 ს/კ.
ხავი 1-2 თავი
მუხუდო 5 ს/კ.
ვაშლი 300გრ.
ტომატი 1/2 ჩ/ჭ.
მწვანილი, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ცხვრის ხორცს დავასხათ 15 ჩაის ჭიქა ცივი წყალი. შევდგათ ცეცხლზე და
ვხარშოთ ნახევარი საათის განმავლობაში. ხარშვის დროს მოვხადოთ ქაფი. შემდეგ ამავე
წვენში ჩავყაროთ წინასწარ მოხარშული და კანგაცლილი 150 გრამი მუხუდო ან ცერცვი და
განვაგრძოთ ხარშვა. 10 გრამი წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ 1 სუფრის კოვზ ერბოში
და ჩავუშვათ წვნიანში. ჩავყაროთ 300 გრამი გახეხილი ან წვრილად დაჭრილი ვაშლი.
ჩავასხათ ტომატი, შევაზავოთ მარილით და შავი პილპილით. შემდეგ ჩავყაროთ შემწვარი
ან მოხარშული ხორცის იმდენი ნაჭერი, რამდენი კერძიც უნდა იქნეს მიტანილი სუფრაზე.
|