ბოსტნეული ნიგვზის სოუსით
მასალა:
ბოსტნეული (ისპანახი, კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, პრასი) 500გრ.
ნიგოზი 100გრ.
ნიორი 2-3 კბილი
ქინძი 2-3 ღერო
დაფქვილი წითელი წიწაკა 1/2ჩ/კ.
უცხო სუნელი 1-2ჩ/კ.
წითელი ღვინის ძმარი 6 ს/კ.
ბროწეულის მარცვლები (არასავალდებულო) 1/2 ჭიქა.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
მოვამზადოთ ბოსტნეული:
კომბოსტო, პრასი, ისპანახი მოვწალოთ. მოწალული ბოსტნეული გავატაროთ ან
დავჭრათ წვრილად, დავუმატოთ გატარებული ნიგოზი და ნიორი, წვრილად დაჭრილი ქინძი,
მოვაყაროთ უცხოსუნელი, დაფქვილი წითელი წიწაკა, მარილი, მოვასხათ ძმარი და კარგად
ავურიოთ. სურვილისამებრ შეგვიძლია დავუმატოთ ბროწეულის მარცვლები.
|