ბოსტნეულის სალათა ყველის ბურთებით და ზეთისხილით
მასალა:
200 გრ. პომიდორი
200 გრ. კიტრი
200 გრ.ბულგარული წიწაკა
200 გრ. ყველი
10-15 ზეთისხილი
მწვანილი გემოვნებით (კამა)
4 ს/კ მცენარეული ზეთი
3 ს/კ ლიმონის წვენი
მარილი, წიწაკა გემოვნებით
მომზადება:
გასუფთავებული ბულგარული წიწაკა, პომიდორი და კიტრი დავჭრათ პატრა
ნაჭრებად, მოვათავსოთ სასურველ ფორმაზე, მოვასახათ ლიმონის წვნი, ზეთი, მოვაყაროთ
მარილი, წიწაკა, კარგად ავურიოთ და მოვრთოთ ყველისა და ზეთისხილის ბურთებით.
ბურთების მომზადება:
ყველი კარგად დავჭყლიტოთ ჩანგლით დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კამა,
კარგად ავურიოთ, შემდეგ აღნიშნული მასისგან გავაკეთოთ რამოდენიმე პატრა ბურთულა,
თითოეულის ცენტრში მოვათავსოთ ზეთისხილი
და დავამრგვალოთ.
|