ბორანო
მასალა:
კვერცხი 10ც.
რბილი იმერული ყველი (ან ნებისმიერი) 600-700გრ.
რძე 1/2 ჭიქა
კარაქი 80გრ.
რაფინირებული მზესუმზირის ზეთი 2 ს/კ.
მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ჯამში ავთქვიფოთ კვერცხი, დავამატოთ მსხვილ სახეხზე გახეხილი ყველი,
ავურიოთ, თუ საჭიროა დავამატოთ მარილი, დავასხათ რძე, მზესუმზირის ზეთი და კარგად
ავურიოთ. გავაცხელოთ ტაფა, გავადნოთ მასზე კარაქი, დავასხათ მომზადებული მასა და
დავახუროთ თავსახური. მოვამზადოთ დაბალ ტემპერატურაზე 30–40 წუთი (ბორანო
პრაქტიკულად უნდა გამოცხვეს და არა შეიწვას).
ბორანო შეგვიძლია გამოვაცხოთ აირღუმელში.
|