ბოლოკი
ბოლოკი
(Raphanus sativus, var. major), ორწლოვანი ბოსტნეული ძირხვენა მცენარე ჯვაროსანთა ოჯახისა. ყვავილედი - მტევანი, ნაყოფი - უხსნადი ჭოტი. დამტვერვა ჯვარედინი. ძირXვენა
მსხვილია,
იქონის
200 გ-იდან 4-5 კგ-მდე, ფორმით მომრგვალო - მოგრძო-კონუსისებრი; კანი თეთრი, შავი, რუხი, ყვითელი, იისფერი ან ღია წითელია. საჭმელად იყენებენ ნედლად. ბოლოკი კარგად ინახება და მთელი წლის განმავლობაში არ კარგავს სასარგებლო ნივთიერებებს. იგი შეიცავს: ცილას, სახამებელს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს (B1,
B2, C, PP), ნატრიუმს,
კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, ფიტონციდებს, ეთერზეთებსა და სხვა. ბოლოკი მადის აღმძვრელია, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აქვს ნაღველმდენი და შარდმდენი თვისებები. განსაკუთრებით სასარგებლოა შავი ბოლოკი. თაფლში შერეული შავი ბოლოკის წვენი კარგი ამოსახველებელი საშუალებაა ბრონქიტის, ყივანახველას დროს, ბოლოკი შლის კენჭებს თირკმელებსა და შარდის ბუშტში. გახეხილი ფაფა გარეგანი სამკურნალო საშუალებაა სახსრების ანთების, რევმატული და პოდაგრული ანთებების, რადიკულიტის, ეგზემის დროს. ბოლოკის სპირტიანი ნაყენი გამოიყენება სახის კანის გასაწმენდად (ჭორფლის მოცილებისათვის).
ბოლოკის მიღება არ შეიძლება წყლულოვანი დაავადებების, ჰიპერაციდული გასტრიტის, ნაწლავების ანთების, ღვიძლის და თირკმელების მძიმე დაავადებების დროს.
წყარო:
ka.wikipedia.org და
ira-gar.blogspot.com
|