ბიტერი
სიტყვა
ბიტერი გერმანულ და ინგლისურ ენებზე ნიშნავს მწარეს.
ბიტერებს
აქვთ ღრმა სამედიცინო ფესვები,რადგან ისინი ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას და ამსუბუუქებენ ამ პროცეს.ბიტერებს აქვთ კიდევ ერთ არაჩვეულებრივი თვისება-ისინი კარგად კლავენ წყურვილის გრძნობას,რის გამოც მათი უმავლესობა გამოგონილი იყო ცხელ ქვეყნებში.
ბიტერები
მზადდება გალღვობის (მაცერაციის)მეთოდით:
სუფთა
სპირტში ალბობენ სხვადასხვა სახის მწარე მცენარეებს,ფესვებს,ფორთოხლის კანს.მიღებული ნაყენი იფილტრება და მას ემატება სუფთა წყალი.ბიტერების ალკჰოლური შემცველობა მერყეობს 6%-50%მდე.ბარებში ბიტერს ამატებენ კოქტეილებში წვეთებით ანუ დეშებით(1 დეში უდრის 5 წვეთს) ,ამით კოკტეილებს ემატება არომატი და გემო...
კამპარი(kampari)
ბიტერი,რომელიც დაყენებულია მცენარეებზე და ციტრუსებზე,შექმნილი 1861 წელს მილანში დავიდ კამპარის მიერ.მისი წითელი ფერი მიიღება კარმინის საღებავიდან,რომელსაც ღებულობენ მწერებისგან(ქინქლა) სახელად კოშენილი.კამპარი გამოიყენება ისეთ ცნობლ კოქტეილებში როგორიცაა
{americcano} {negroni},და იგი
ასევე ძალიან უხდება ფორთოხლის წვენს,რისი ნიმუშიცაა კოქტეილი
{garibaldi}... კამპარი
გამოგონილია
იტალიაში მისი ალკოჰოლური სიმძლავრე შეადგენს -25%
ფერნეტ
ბრანკა
(fernet branka)
ეს
ბიტერი ყენდება მცენარეებზე,ბალახებისა და მათი ფესვების გამოყენებით.მისი გემო ყვეალას არ მოსწონს მაგრამ იგი ძალიან სასარგებლოა საჭმლის მომნელებელი სისტემისათვის.ეს ბიტერი ასევე რეკომენდირებულია
დიდი სუფრიანობის მეორე დღისთვის.ალკოჰოლის შემცველობა -42%
პიკონი(pikoni)
პიველად
გაჩნდა აფრიკაში150 წლის წინ და დღეს-დღეობით ძირითადად გამოიყენება ჩრდილოეთ ევროპასა და საფრანგეთში.დიდი ხნის მანძილზე მას სვამდნენ სუფთა სახით,ეხლა მას ხშირად უმატებენ ლუდს.მას აყენებენ ფორთოხლის კანის (ცედრის) მაცერაციით,გორეჩავკაზე,და ხინის ხის ქერქზე.და მუქად ღებავენ კარამელის საშუალებით.ადგილწარმოშობა საფრანგეთი.ალკოჰოლის სიმძლავრე- 21%
სუზე
(suse)
საფრანგეთში
ყველაზე პოპულარული და გავრცელებულია ეს ტკბილ-მწარე ბიტერი.სუზე შეიქმნა 1889 წელს.ალკოჰოლის 32%იანი შემცველობით,ხოლო დღეს-დღეობით მისი ალკოჰოლური შემცველობა 16%–ია.მიირთმევენ სუფთა სახით,ასევე ძალიან უხდება ლიმონის წვენი.
ანგოსტურა
ბიტერი(angostura
bitter)
ეს
მოწითალო მოყავისფრო ბიტერი ყველაზე ხშირად გამოყენება ბარებში.იგი ძალიან კონცეტირებულია,რის გამოც საკმარისია მისი რამოდენიმე წვეთის დამატება კოქტეილში.მას ამზადებენ რომის,სუნელების და 300–მდე მცენარეების გამოყენებით,გამოგონებულია
1842 წელს
ვენესუელის
ქალაქ ანგოსტურაში გერმანელი სამხედრო ექიმ იოჰან ზიგერტის მიერ.დღეს–დღეობით იგი მზადდება ტრინიდადის კუნძულზე.მისი ალკოჰოლური სიმაგრე შეადგენს 44.7%.
|