ბისკვიტი - კონიაკი თუ მადისაღმძვრელი დესერტი?
დასაწყისში
ხომ ყველაფერი ლამაზია, მით უმეტეს, როდესაც 20 წლის ხარ, ახალგაზრდა, ამბიციური... დიახ, სწორედ ერთ-ერთმა ასეთმა, საკუთარ თავში ღრმად დარწუნებულმა ალექსანდრ ბისკვიტმა 1819 წელს შექმნა საკუთარი კონიაკის სახლი და არა მხოლოდ შექმნა, მან უმოკლეს დროში მიაღწია, რომ მის მიერ წარმოებული კონიაკი ცნობილი ყოფილიყო მთელი გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-სათვის. მარკა "ბისკვიტი” ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კონიაკია მსოფლიოში, თანაც როგორც აღნიშნავენ, მას ისეთი მშვენიერი და გემრიელი სახელწოდება აქვს, გვერდს ნამდვილად ვერ აუვლი. რთულია თქმა, რომ ეს მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა, მაგრამ 1965 წელს კონიაკის სახლი "ბისკვიტი” კომპანია Paul
Ricard-ის
საკუთრებაში
გადავიდა.
ამის მისაღწევად პოლ რიკარდმა შეისყიდა არა მხოლოდ კომპანია, არამედ ხელში ჩაიგდო მთელი მისი ქონება: საგვარეულო მამული, ვენახები, და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი რამ, რაც "ბისკვიტის” საწარმოსა და საგვარეულოს ეკუთვნოდა. ცნობილია, რომ დღეისათვის კონიაკის სახლი "ბისკვიტი” ასევე ფლობს შატო დე ლინიორის გასაღებს, რომელსაც 200 ჰექტარზე გაშენებული ვენახი, მრავალი წლის სარდაფები, სასმელისათვის ყველა საჭირო აქსესუარი ჯერ კიდევ კომპანია "ბისკვიტის” დაარსების 1819 წლიდან ეკუთვნის. რა თქმა უნდა, შატო დე ლინიორის გასაღებიც კომპანია "პოლ რიკარმა” მიითვისა. კომპანია მრავალი ჯილდოს მფლობელია კონიაკის ბიზნესში და წელიწადში 3,2 მილიონ ბოთლ კლასიკურ კონიაკს, ახლა უკვე სახელწოდებით
"რენო-ბისკვიტს” აწარმოებს.
წყარო:
avtoradio.ge
|