ბელინი
ეს
სასმელი
1948 წელს
ვენეციური
ბარის
"ჰარის”
ბარმენმა აწარმოა, რომელიც ერთ მშვენიერ და ჩვეულებრივ სამუშაო დღეს ფიქრობდა ახალი სასმელის შექმნაზე, მოუხმო გონებას და მეხსიერებაში ჩარჩენილი ერთ-ერთი გამოფენა ამოუტივტივა, გამოფენა რომელიც ჯამბელინოს, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ჯოვანი ბელინის ეკუთვნოდა. კოქტეილის ორიგინალური რეცეპტიც სწორედ მისი კომპოზიციებიდან
და ფერებიდან წარმოიდგინა: სურათზე შესანიშნავად ეხამება, მოდი ვცდი და ამ ფერთა გამას უგემრიელეს კოქტეილად გადავაქცევო, გაიფიქრა და დანაყილი თეთრი ატამი, თავსივე ქერქიანად, თუმცა კურკის გარეშე, რამდენიმე ცალი ჟოლო და რამდენიმე წვეთი გამოწურული ლიმონი ხელადაში მოათავსა, ბოლოს 1/4 ატმის წვენი და 3/4 მშრალი ღვინო დაუმატა და მზა კოქტეილი "ბელინი” ერთი საათის შემდეგ, სუფრაზე ბოკალ-ფლეიტებით მიიტანა. ჰარის ბარი 30-იან წლებში, ძველი საბაგიროს ადგილას, ჯუზეპე კიპრიანის ხელმძღვანელობით
გაიხსნა, მან ყურადღება არ მიაქცია ლიკვიდაციის რისკს, მოითხოვა თანხა, და მიაღწია კიდეც... ერთ-ერთმა ამერიკელმა მეგობარმა სახელად ჰარიმ 5 ათასი ლირა უბოძა, ჯუზეპემ კი მადლობის ნიშნად ბარს, მისი სახელი ჰარი უწოდა.
წყარო:
avtoradio.ge
|