
ბელიაში
მასალა:
ცომი:
პურის
ფქვილი 2 ჭიქა
წყალი
ან რძე 1/2 ჭიქა
მარგარინი
ან ზეთი 2 ს/კ.
კვერცხი
1ც.
საფუარი
10–15გრ.
მარილი
1/4 ჩ/კ.
ხორცის
ფარში 300გრ.
ხახვი
1–2 თავი
წიწაკა
და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ცომის
მომზადება:
კვერცხი
ავთქვიფოთ,
დავამატოთ
წყალი, ფქვილი, მარგარინი, საფუარი, მარილი და მოვზილოთ ცომი.
შიგთავსის
მომზადება:
ხორცის
ფარში შევწვათ (ბოლომდე არა) შემდეგ დავამატოთ ხახვი და გავაჩეროთ გაზქურაზე კიდევ 5 წუთი, გადმოვდგათ გაზქურიდან დავამატოთ მარილი, წიწაკა და კარგად ავურიოთ. მომზადებულ ცომს მოვაჭრათ პატარა ნაწილი, გავაბრტყელოთ მრგვალად და გაბრტყელებული ცომის შუა გულში მოვათავსოთ გამზადებული შიგთავსი და შევახვიოთ ისე რომ ხორცი ჩანდეს ზევიდან. (ასეთივე მეთოდით გავაკეთოთ ცომის დანარჩენი ნაწილით). ტაფაზე დავასხათ დიდი რაოდენობის ზეთი, გავაცხელოთ და ჩავუშვათ მომზადებული ბელიაშები.
|